„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გუნდის წარუმატებელ სერიაზე ისაუბრა.
„დააბრუნეთ ჩემი ფეხბურთელები! რთულია ოთხი ცენტრალური მცველის, ორი ნახევარმცველის, ერთი გარემარბის და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის როდრის გარეშე თამაში, რომელიც მთელი სეზონით დავკარგეთ. დააბრუნეთ ჩემი ფეხბურთელები და იხილავთ ნამდვილ „მანჩესტერ სიტის!” - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Ziggo Sport Total.
შეგახსენებთ, რომ გვარდიოლას ხელმძღვანელობით „ქალაქელები“ ექვსჯერ გახდნენ ინგლისის ჩემპიონები და ჩემპიონთა ლიგაც მოიგეს. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 11 ტურის შემდეგ „სიტიმ“ 23 ქულა მოაგროვა და ამჟამად მეორე ადგილზეა.
გუნდი ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა - 12 მატჩში 23 ქულით.
შეგახსენებთ, რომ „სიტიმ“ ყველა ტურნირზე მიჯრით ბოლო ხუთი მატჩი წააგო.