ფეხბურთი

12:50 | 26.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნიუ-იორკში „არსენალის“ ყოფილ ფეხბურთელს, ნიკლას ბენდტნერს თავს დაესხნენ

ლონდონის „არსენალისა“ და ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილ ფორვარდს, ნიკლას ბენდტნერს ნიუ-იორკის ქუჩაში შეიარაღებული ადამიანი დაესხა თავს - გვამცნობს Daily Mail.

დანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ქალაქში კიდევ ერთ ყოფილ მოთამაშესთან ერთად სეირნობდა, როცა მათ დანით მამაკაცი დაესხა თავს. ბენდტნერის მეგობარი სახისა და ყურის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დამნაშავე მოგვიანებით დააკავეს და ბრალი მკვლელობის მცდელობაში და თავდასხმაში წაუყენეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელს ფსიქიკური აშლილობა აწუხებს და დიდი ხნის ნასამართლეობა აქვს.

ბენდტნერმა 2020 წლის იანვარში დაასრულა კარიერა. ფეხბურთელი ცნობილია ლონდონის „არსენალში,“ „იუვენტუსსა“ და „ვოლფსბურგში“ გამოსვლებით. ნიკლასი ასევე თამაშობდა დანიის ნაკრებში 2006 წლიდან 2018 წლამდე. 36 წლის დანიელი ფორვარდის ბოლო კლუბი „კოპენჰაგენი“ გახლდათ.

0.115849