ხორვატიის ჩემპიონატის მე-14 ტურის საუკეთესო გოლის ავტორი გიორგი გაგუაა. „ისტრას“ ქართველმა თავდამსხმელმა „სლავენ ბელუპოსთან“ მოახერხა თავის გამოჩენა.
ის მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა, ხოლო 78-ე წუთზე გოლი გაიტანა, რომელიც ტურში საუკეთესოდ დაასახელეს.
გიორგი „ისტრას“ გასულ ზაფხულს ესპანური „ალავესიდან“ შეუერთდა და ჩატარებულ 10 შეხვედრაში პირველი გოლი გაიტანა.
„ისტრა“ ხორვატიის ჩემპიონატში 13 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, ზაგრების „ლოკომოტივას“ დაუპირისპირდება.