„კარლსრუეს“ თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე გერმანიის II ბუნდესლიგის მე-13 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ქართველი ფეხბურთელი ავტორიტეტულმა გამოცემა Kicker-მა გამოარჩია, რომელმაც ტურის სიმბოლურში მიუჩინა ადგილი.
„ფიურტთან“ მოგებულ მატჩში (3:2) ბუდუმ შესანიშნავად ითამაშა, გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა.
ბუდუ ზივზივაძეს II ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავას „დარმშტადტის“ ფეხბურთელ ისაკ ლიდბერგთან ერთად ლიდერობს. გარდა ამისა, ქართველის აქტივში 3 საგოლე პასია, ხოლო გერმანიის თასზე ორ შეხვედრაში 2 გოლით და 1 საგოლე პასით გამოირჩა.
„კარლსრუე“ 13 ტურის შემდეგ 23 ქულით მეორე ადგილზეა, მხოლოდ „პადერბორნს“ ჩამორჩება 1 ქულით, მომდევნო ტურში კი, 1-ელ დეკემბერს, „ჰამბურგს“ უმასპინძლებს.