მადრიდის „რეალის“ და ხორვატიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლუკა მოდრიჩმა ახალგაზრდა ფეხბურთელ ივან სჩეპინს საჩუქარი გაუკეთა.
საქმე ისაა, რომ ხორვატმა ფეხბურთელმა, რამდენიმე ხნის უკან თავზე მძიმე დაზიანება მიიღო და გამოჯანმრთელებისთვის იბრძვის. ლუკა მოდრიჩმა კი, მას მოტივაციის ასამაღლებლად 2018 წელს მოგებული ოქროს ბურთი გაუგზავნა, რათა სურათები გადაეღო. მან ასევე ხელმოწერილი ბურთი და მაისური გაუგზავნა ივანს საჩუქრად.
ლუკა მოდრიჩი მადრიდის "რეალის" ღირსებას 2012 წლიდან იცავს, მან მიმდინარე ესპანეთის ჩემპიონატში 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.