ფეხბურთი

13:57 | 25.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

მოჰამედ სალაჰის „ლივერპულში“ დარჩენის საკითხი ბუნდოვანია

„ლივერპულის“ ეგვიფტელი შემტევის, მოჰამედ სალაჰის მომავალი ბუნდოვანია, ამის შესახებ ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„2025 წელი მოდის და ჯერაც არ მიმიღია ლივერპულში დარჩენის შემოთავაზება, ვფიქრობ, კლუბს ჩემი გაყიდვა უნდა. იმედგაცრუებული ვარ ამ ყველაფრით , მაგრამ მე პროფესიონალი ვარ და მინდა მთელი კონცენტრაცია ჩემს თამაშზე მოვახდინო. პრემიერლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდა. ამჟამად, უფრო გუნდის მიღმა ვარ, ვიდრე გუნდში მომდევნო სეზონისთვის", - თქვა ეგიპტელმა.

შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰი "ლივერპულის" ღირსებას 2017 წლიდან იცავს, მას კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება.

0.114886