ფეხბურთი

1:30 | 25.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გულიაშვილის მე-11 გოლი ბოსნიის ჩემპიონატში (+VIDEO)

ბოსნიის ჩემპიონატში გიორგი გულიაშვილმა მორიგი გოლი გაიტანა. „სარაევომ“ სტუმრად „გოშკ გაბელა“ 3:0 დაამარცხა და ქართველმა ანგარიში გახსნა.

33-ე წუთზე გულიაშვილმა ახლო მანძილიდან დალაშქრა მეტოქის კარი და მე-11 გოლი შეაგდო, რითაც ბომბარდირთა დავას ლიდერობს. ქართველს 4 საგოლე პასიც აქვს. ის მოედანზე 70 წუთის განმავლობაში იყო.

„სარაევო“ 34 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში, 30 ნოემბერს, ლიდერს, „ჟრინსკის“ უმასპინძლებს.

0.105736