საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა ტონგასთან მატჩის (22:7) შემდეგ კომენტარი გააკეთა. მასთან ერთად ისაუბრა ვასილ ლობჟანიძემაც.
რიჩარდ კოკერილი: „უკმაყოფილო ვიყავით პირველი ტაიმის შედეგით. მეორე ტაიმში თამაში კარგად დავიწყეთ და შედეგსაც მივაღწიეთ. ტონგა ისეთი მეტოქეა, რომელიც ფიზიკურ და სწრაფ რაგბიზე აკეთებს აქცენტს. ამ შემთხვევაში ოპტიმალურია 6-2-ზე თამაში, რამაც შედეგი გამოიღო და ტონგა სარეკორდო სხვაობით დავამარცხეთ. დადებითად შევაფასებ ჩემს ერთწლიან პერიოდს. ბევრი რამ შეიცალა, ბევრი ახალგაზრდა მორაგბე გვყავს გუნდში, მშენებლობა მიდის, დადებითი შედეგებიც გვაქვს, ასევე ვიტყოდი, რომ წინ გვაქვს მსოფლიო თასი და მისთვის მზადებაში აგურები ერთმანეთზე გვაქვს დასალაგებელი, რადგან მსოფლიო თასზე გვინდა, რომ მეოთხედფინალში გავიდეთ“, - თქვა კოკერილმა.
ვასილ ლობჟანიძე: „პირველ ტაიმში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, ვცდილობდით, პირველი ფაზით დაგვედო ლელო. მეორე ტაიმი განსხვავებულად დავიწყეთ, ბურთის შენარჩუნებას ვცდილობდით, რამაც შედეგი გამოიღო“.
შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ტესტების ეგიდით საქართველოს ნაკრები ტონგამდე, გენუაში, იტალიას გაეჯიბრა და 17:20 დამარცხდა, ხოლო მანამდე ახალი ზელანდიის A ნაკრებთან განიცადა მარცხი (13:31).