საქართველოს ნაკრების მორაგბემ ლუკა მატკავამ ტონგასთან მატჩის (22:7) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, უკეთ თამაში შეიძლებოდა, მაგრამ ეს მატჩი გაკვეთილი იქნება.
„პირველ ტაიმში თამაში ისე არ წაგვივიდა, როგორც უნდა წასულიყო. გასახდელში ამაზე ვისაუბრეთ, რეაგირება მოვახდინეთ, მეორე ტაიმი გაცილებით უკეთესი იყო, გამოვასწორეთ შეცდომები, რომელიც გვქონდა. ბევრად უკეთ თამაში და უფრო დიდი ანგარიშით მოგება შეგვეძლო, მაგრამ მომდევნო მატჩებისთვის გაკვეთილი იქნება. ასეთი ანგარიშით ტონგასთან არ გვქონდა მოგებული, სასიამოვნოა, რომ შინ მოვიგეთ და ჩვენ გულშემატკივარს კარგი ემოციები ვაჩუქეთ. მადლობა მათ მოსვლისთვის და დაფასებისთვის“, - აღნიშნა მატკავამ.
შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ტესტების ეგიდით საქართველოს ნაკრები ტონგამდე, გენუაში, იტალიას გაეჯიბრა და 17:20 დამარცხდა, ხოლო მანამდე ახალი ზელანდიის A ნაკრებთან განიცადა მარცხი (13:31).