ფეხბურთი

11:00 | 24.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტის" კოშმარული თვე და გვარდიოლას კარიერის ანტირეკორდი

„მანჩესტერ სიტის“ ერთი თვეა თამაში არ მოუგია და ბოლო 5 მატჩი წააგო. როგორც Opta იტყობინება, „სიტი“ ინგლისის პირველი მოქმედი ჩემპიონია, რომელმაც ყველა ტურნირზე ზედიზედ 5 თამაში წააგო 1956 წლის შემდეგ.

68 წლის წინ ჩემპიონის რანგში ზედიზედ ხუთჯერ ლონდონის „ჩელსი“ დამარცხდა.

პეპ გვარდიოლამ სამწვრთნელო კარიერაში პირველად განიცადა მიჯრით ხუთი მარცხი. გარდა ამისა, პეპის გუნდი მეოთხედ დამარცხდა ოთხბურთიანი სხვაობით - მანამდე იყო „ევერტონთან“ წაგება 2017 წელს, 2016 წელს „ბარსელონასთან“ და 2014 წელს, „ბაიერნში“ მუშაობისას ასევე 0:4 „რეალთან“.

„მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგაში 23 ქულით ჯერ კიდევ ინარჩუნებს მესამე ადგილს, ხოლო მომდევნო ტურში „ლივერპულს“ შეხვდება, მანამდე ჩემპიონთა ლიგაზე „ფეიენოორდს“ დაუპირისპირდება.

0.211227