ფეხბურთი

2:16 | 24.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ“ „სელტასთან“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-14 ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „სელტა“ და „ბარსელონა“ დაუპირისპირდნენ, ფრედ 2:2 დასრულდა.

მე-15 წუთზე „ბარსელონას“ შემტევმა რაფინიამ გახსნა ანგარიში. სტუმრების უპირატესობა 61-ზე რობერტ ლევანდოვსკიმ გაზარდა. 82-ე წუთზე „ბლაუგრანას“ ნახევარმცველი მარკ კასადო გააძევეს და ამის შემდეგ „სელტას“ ჯერი დადგა. ალფონსო გონსალესმა 84-ე წუთზე ერთი საპასუხო გაიტანა. ორი წუთის შემდეგ კი უგო ალვარესმა ანგარიში გაათანაბრა.

14 მატჩის შემდეგ „ბარსელონა“ პრიმერას სატურნირო ცხრილში 34 ქულით ლიდერობს. ამდენივე მატჩის შემდეგ „სელტა“ მე-11 ადგილზეა და 18 ქულა აქვს.

0.122464