ფეხბურთი

2:04 | 24.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე მხოლოდ 79-ე წუთიდან ათამაშეს, "ლიონმა" ვერ მოიგო

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-12 ტურში გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ სტუმრად „რეიმსს“ დაუზავდა - 1:1.

პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში რაიან შერკიმ გახსნა და „ლიონი“ დააწინაურა, მაგრამ მეორე ნახევრის სტარტზე მასპინძლებმა გაათანაბრეს და შემდეგ არაფერი შეცვლილა.

მიქაუტაძე თამაშში მხოლოდ 79-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა შანსი არ მისცემია გოლის გასატანად და შესაბამისად, თავის გუნდს მოგებაში ვერ დაეხმარა. ქართველს მიმდინარე სეზონში „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 15 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ საგოლე პასი მიითვალა.

„ლიონი“ 12 ტურის შემდეგ 19 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 1-ელ დეკემბერს, „ნიცას“ უმასპინძლებს, თუმცა იქამდე 28 ნოემბერს, ევროპა ლიგაზე „ყარაბაღს“ ესტუმრება.

0.115402