ფეხბურთი

0:30 | 24.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტის“ ზედიზედ მეხუთე მარცხი

პრემიერლიგის მე-12 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ „ტოტენჰემს“ უმასპინძლა და 0:4 დამარცხდა. პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა ჯეიმს მედისონმა. შესვენების შემდეგ კი ესპანელმა პედრო პორომ და ბრენან ჯონსონმა თითოც დაამატეს – 0:4.

შეგახსენებთ, რომ ეს „სიტის“ ზედიზედ მეხუთე მარცხია ყველა ტურნირზე. ასეთი კრიზისი პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერაში არასოდეს ყოფილა.

ახლა „სიტი“ ლიდერ „ლივერპულს“ 5 ქულით ჩამორჩება და თუ კვირას მერსისაიდელებმა „საუთჰემპტონს“ მოუგეს, სხვაობა შესაძლოა 8 ქულამდე გაიზარდოს.

ინგლისი. პრემიერლიგა. მე-12 ტური. 23 ნოემბერი: ლესტერი - ჩელსი 1:2, ბორნმუთი - ბრაიტონი 1:2, არსენალი - ნოტინგემ ფორესტი 3:0, ასტონ ვილა - კრისტალ პალასი 2:2, ევერტონი - ბრენტფორდი 0:0, ფულემი - ვულვერჰემპტონი 1:4, მანჩესტერ სიტი - ტოტენჰემი 0:4.

0.113355