ფეხბურთი

0:07 | 24.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილის "სენტ ეტიენის" მნიშვნელოვანი გამარჯვება ლიგა 1-ში

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-12 ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“ „მონპელიე“ 1:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

47-ე წუთზე ბენჟამინ მუშარიმ ეფექტური გოლი გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. დავითაშვილმა 87 წუთი გაატარა მოედანზე და ყვითელი ბარათი მიიღო. ქართველს გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, მაგრამ მეკარეს პირისპირ ვერ აჯობა. მატჩამდე ქართველი დააჯილდოვეს, ოქტომბრის MVP-ის ტიტულით.

ზურიკოს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ საგოლე პასითაც გამოირჩა.

„სენტ ეტიენი“ 12 ტურში მოპოვებული 13 ქულით მე-13 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 30 ნოემბერს, „რენს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.11706