ავსტრიის ჩემპიონატის მე-14 ტურში გრაცის „შტურმმა“ „აუსტრია კლაგენფურტი“ 7:0 გაანადგურა, ოთარ კიტეიშვილი კი, საგოლე პასით გამოირჩა.
ქართველი ფეხბურთელის გადაცემით 38-ე წუთზე მიკა ბიერეთმა გაიტანა და ანგარიში 3:0 გახადა. ოთარი 61-ე წუთზე შეცვალეს.
კიტეიშვილს ავსტრიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი გააკეთა.
„შტურმი“ 32 ქულით ლიდერობს ავსტრიის ჩემპიონატს და უახლოეს მდევარ „რაპიდს“ 5 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი, 30 ნოემბერს, „ალტახს“ ესტუმრება.