დასრულდა იტალიის სერია A-ს მე-13 ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „მილანი“ და „იუვენტუსი“ შეხვდნენ. თამაში მილანის „სან სიროს“ სტადიონზე გაიმართა და ფრედ 0:0 დასრულდა.
13 მატჩის შემდეგ „მილანი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 19 ქულით მეშვიდე ადგილზეა. „იუვენტუსი,“ მსგავსი რაოდენობის მატჩების შემდეგ, 25 ქულით მეექვსეზე. ცხრილს 28 ქულით „ინტერი“ ლიდერობს, რომელმაც დღეს „ვერონა“ სტუმრად 0:5 დაამარცხა.