პრემიერლიგის მე-12 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში, „მანჩესტერ სიტი“ შინ 0:2 აგებს „ტოტენჰემთან.“ მე-20 წუთისთვის სტუმარმა ჯეიმს მედისონმა დუბლი გაიფორმა.
თუ მატჩი ასე დასრულდა, ეს „მანჩესტერ სიტის“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მეხუთე მარცხი იქნება. ასეთი კრიზისი პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერაში არასოდეს მომხდარა.