ფეხბურთი

19:45 | 23.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

როდრი „მანჩესტერ სიტიში“ „ოქროს ბურთით“ დაბრუნდა

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი როდრი გუნდს დაუბრუნდა და თან პარტნიორებს „ოქროს ბურთი“ წარუდგინა, რომელიც მას ოქტომბრის ბოლოს გადაეცა.

ესპანელი ფეხბურთელი ამჟამად აღდგენის პროცესს გადის ჯვარედინი იოგის რღვევის შემდეგ, რომელიც მან ინგლისის „არსენალთან“ პრემიერლიგის მე-5 ტურის მატჩში (2:2) მიიღო. ამ ტრავმის გამო როდრი მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.

28 წლის ნახევარმცველი გახდა ინგლისის ჩემპიონატის პირველი წარმომადგენელი 2008 წლის შემდეგ, რომელმაც „ოქროს ბურთი“ მოიპოვა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

0.119017