ფეხბურთი

19:29 | 23.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დილას" 3 ქულა "დინამო თბილისთან"

საქართველოს ეროვნული ლიგის 33-ე ტურში გორის „დილამ“ „დინამო თბილისი“ დაამარცხა და ჩემპიონობის შანსი, თუნდაც თეორიული, შეინარჩუნა.

დაძაბული მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში იბრაჰიმა დრამემ გაიტანა და გორელებმა 1:0 გაიმარჯვეს.

„დილას“ 62 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, თუმცა ჩემპიონობისთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდება, აი, მეორე პოზიციისთვის ბრძოლა რეალისტურია. „დინამო თბილისი“ 39 ქულით მხოლოდ მეექვსე ადგილზეა და წელს ოდენ თასის მოგების ამბიცია თუ ექნება, სადაც ფინალშია.

0.123607