ფეხბურთი

16:16 | 23.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "ზედიზედ 4 მატჩი შეიძლება ყველამ წააგოს, პრემიერლიგა ზედიზედ 4-ჯერ კი ერთმა გუნდმა მოიგო"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ნებისმიერმა გუნდმა შეიძლება ზედიზედ ოთხი თამაში წააგოს, მაგრამ პრემიერლიგა ზედიზედ ოთხჯერ მხოლოდ ერთმა გუნდმა - „სიტიმ“ მოიგო.

„როდესაც ერთ კლუბში 9 წელი მუშაობ, ყველა სცენარის და ყველა შესაძლო სიტუაციის გამოცდა გიწევს.

ზედიზედ ოთხი მატჩი შეიძლება ნებისმიერმა გუნდმა წააგოს, მაგრამ ამავდროულად, ზედიზედ ოთხჯერ პრემიერლიგა მხოლოდ ერთმა გუნდმა მოიგო. განსხვავება სწორედ ესაა. ასე რომ, ეს უბრალოდ მოხდა, როდესაც 9 წელი ერთ გუნდში ხარ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ ყველა ტურნირზე ბოლო ოთხი თამაში წაგებული აქვს „ტოტენჰემის“, „ბორნმუთის“, „სპორტინგის“ და „ბრაიტონის“ წინააღმდეგ, ბოლო კის, 26 ოქტომბერს, „საუთჰემპტონთან“ გამარჯვა (1:0).

0.113606