ფეხბურთი

15:47 | 23.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" მზადაა ვირტცის სანაცვლოდ 100 მილიონზე მეტი გადაიხადოს

მიუნხენის „ბაიერნი“ მზადაა ფლორიან ვირტცის სანაცვლოდ 100 მილიონ ეროზე მეტი გადაიხადოს.

როგორც გერმანული Sky Sports-ი იტყობინება, „რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელობამ ვირტცის ოჯახთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. თუმცა, გერმანულ გრანდს კონკურენტებიც ჰყავს მადრიდის „რეალის“ და „მანჩესტერ სიტის“ სახით.

ფეხბურთელს „ლევერკუზენთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში გერმანელმა „ფარმაცევტთა“ მაისურით 17 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 2საგოლე პასი გააკეთა.

0.116157