ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ჟორჟ ვეამ განაცხადა, რომ დღეს „მილანი“ – „იუვენტუსის“ მატჩში ტურინელებს უქომაგებს.
ვეა „მილანში“ თამაშობდა, თუმცა ბავშვობიდან „იუვენტუსის“ გულშემატკივარია, თანაც, „ბიანკონერიში“ ამჟამად მისი შვილი თამაშობს.
„იუვეს“ ყველა მატჩს ტელევიზორში ვუყურებ. ადრე, როგორც გულშემატკივარი, ახლა ტიმოს გამო. დღეს, „იუვენტუსს“ ვუქომაგებ, რადგან ჩემი საყვარელი გუნდია და სევე იმიტომ, რომ ჩემი შვილი იქ თამაშობს. მინდა, ლამაზი თამაში იყოს, თუ „იუვე“ მოიგებს, ბედნიერი ვიქნები, თუ „მილანი“ მოიგებს, არ ვიცი, კმაყოფილი ვიქნები თუ არა, მაგრამ ცოტათი ამ შემთხვევაშიც კი. შეიძლება ითქვას, რომ ჩემმა შვილმა აიხდინა ის ოცნება „იუვეში“ თამაშით, რომელიც მე ბავშვობიდანვე მქონდა“, - აღნიშნა ვეამ.
შეგახსენებთ, რომ ჟორჟ ვეა „მილანში“ 1995-2000 წლებში თამაშობდა და 147 შეხვედრაში 58 გოლი გაიტანა.
მიმდინარე სეზონში ტიმოთი ვეამ „იუვენტუსში“ უკვე მოასწრო 4 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის შესრულება, მიუხედავად იმისა, რომ ძირითად შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდება.