ფეხბურთი

11:03 | 23.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი როდრიზე: "უკვე ჭორიკანაც გახდა"

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელმა როდრიმ ესპანურ მედიასთან ვინისიუსის შესახებ ისაუბრა, რასაც მოკლე კომენტარით მოგვიანებით ნეიმარი გამოეხმაურა.

როდრიმ ვინისიუსის შესახებ აღნიშნა:

„ვინისიუსი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ჭკვიანი ბიჭია და დროთა განმავლობაში მიხვდება, რომ თუ მოედანზე უფრო ყურადღებით, უფრო მაგარი გახდება. მას აქვს რაღაც ასპექტებში მოსამატებელი, როგორც ყველას. ახალგაზრდაა და ეყოლება ირგვლივ ხალხი, რომლებიც კარგ რჩევებს მისცემენ, მითუმეტეს მადრიდის „რეალში“. ის დიდი ღირებულებების კლუბში თამაშობს“, - თქვა როდრიმ.

როდრის ეს სიტყვები აშკარად არ მოეწონა ნეიმარს, რომელიც ბრაზილიის ნაკრებში ვინისიუსის თანაგუნდელია. „ბარსელონას“ და პსჟ-ს ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც ახლა „ალ-ჰილალში“ თამაშობს, ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტის კომენტარში დაწერა: „ახლა ის ჭორიკანა გახდა“.

რა თქმა უნდა, ნეიმარის ეს კომენტარი სოციალურ ქსელში სწრაფად და ვირუსულად გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ როდრიმ წელს ოქროს ბურთი მოიგო და მცირედით აჯობა სწორედ ვინისიუსს.

0.131033