„მარსელის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ „ლანსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრობლემებისგან გაქცევას არ აპირებს და შესაბამისად, არც გუნდის დატოვებაზე ფიქრობს.
„ოსერთან“ მატჩის შემდეგ წაგებაზე უბრალოდ ავიღე ჩემი პასუხისმგებლობა. „ველოდრომზე“ ხუთი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოვიგეთ, ორჯერ ფრე ვითამაშეთ და ორჯერ წავაგეთ, ეს ძალიან ცუდი შედეგია.
თუმცა, მათ, ვინც ფიქრობს, რომ შეიძლება გადავდგე ან ეს ჩემს ფიქრებშია, მინდა ვუთხრა, რომ არ გავიქცევი, აქ ვრჩები. „შახტარიდანაც“ არ გავქცეულვარ მაშინაც კი, როცა პუტინმა კიევის დაბომბვა დაიწყო. მჯერა „მარსელის“, ჩემი ფეხბურთელების, რომლებთანაც ვმუშაობ და არსად მივდივარ“, - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა, რომელიც „შახტარში“ 2021-2022 წლებში მუშაობდა.
„მარსელი“ ლიგა 1-ში 20 ქულით მესამე ადგილზეა, თუმცა, „პარი სენ-ჟერმენს“ უკვე 12 ქულით ჩამორჩება.