ფეხბურთი

0:15 | 23.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გაგუამ ხორვატიის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა (+VIDEO)

ხორვატიის ჩემპიონატში გიორგი გაგუამ, რომელიც „ისტრას“ ღირსებას იცავს, სადებიუტო გოლი გაიტანა.

ქართველი ფეხბურთელი „სლავენთან“ შეხვედრაში მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა, ხოლო 78-ე წუთზე მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა და იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა (2:2). თუმცა, შემდეგ სტუმრებმა გაიტანეს და საბოლოოდ, „სლავენმა“ 3:2 მოიგო.

გიორგი გაგუას მიმდინარე სეზონში 10 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი, ხოლო „ისტრა“ 13 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, ზაგრების „ლოკომოტივასთან“ 1-ელ დეკემბერს, გამართავს.

0.13087