ლეგენდარულ ფეხბურთელს რონალდოს, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა სურს, ამის შესახებ თავად რონალდომ ფაბრიციო რომანოსთან საუბარში განაცხადა.
„ბრაზილიურ ფეხბურთს დიდი ცვლილებები სჭირდება და სურვილი მაქვს პრეზიდენტობის, ამისთვის სათანადო მომენტს ველოდები,თუმცა ჯერ-ჯერობით არჩევნები არ დაგეგმილა.“
შეგახსენებთ, რომ რონალდო ესპანური „ვალიადოლიდის“ პრეზიდენტია.