იტალიელმა ჟურნალისტმა ფრანჩესკო მაროლდამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და როგორც მან თქვა, სეზონის ბოლოს ქართველი ფეხბურთელი „ნაპოლის“ დატოვებს.
„ქართველი სეზონის ბოლოს წავა, ხვიჩას წასვლა სურს, „ნაპოლის“ კი, მისი გაყიდვა. ახლა ეს საკითხია მთავარი: სწორი შეთავაზება უნდა მოვიდეს. ამჟამად მხარეებს შორის დახურული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა ფეხბურთელის ყურადღება არ გაიფანტოს.
მაინტერესებს, ფეხბურთელი, რომელმაც იცის რომ უნდა წავიდეს, რამდენად დაიხარჯება ბოლომდე, თუნდაც ტრავმის რისკის ფასად, როცა სეზონის დასრულებამდე 7-8 თამაში დარჩება“, - თქვა მაროლდამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.