მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ხულიან ალვარესი ცნობილ პორნო მსახიობს, მია ხალიფას დაუკავშირეს.
ყვითელ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი ურთიერთობაში არიან და ერთმანეთს ხვდებიან. თუმცა, მიამ ეს ცნობა არ დაადასტურა, მეტიც, სოციალურ ქსელში ყველაფერი უარყო.
„რაღაცების დასაზუსტებლად: არავის ვხვდები და რომ მქონოდა ურთიერთობა, ეს ნამდვილად არ იქნებოდა იმ ადამიანთან, რომელიც ვერ გაიხსენებს, სად იყო 11 სექტემბერს“, - დაწერა სოციალურ ქსელში მიამ.
მია ხალიფა გულისხმობდა 2001 წელის 11 სექტემბერს, ამერიკაში მომხდარ ტრაგედიას.
აღსანიშნავია, რომ მიასთან ფლირტის შესახებ ინფორმაცია არგენტინელ ფეხბურთელსაც არ დაუდასტურებია.