NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ საკუთარ კედლებში „იუტა ჯაზს“ უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 126:118 დაამარცხა.
შეხვედრა სტუმრების უპირატესობით წარიმართა და შესვენებაზე „იუტა“ 16 ქულიანი უპირატესობით გავიდა, თუმცა მეორე ნახევარში „სპურსმა“ თამაში გამოასწორა და საბოლოო ჯამში ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა.
სამწუხაროდ დღევანდელ შეხვედრაში ქართველ კალათბურთელს შანსი არ მიეცა.
შეგახსენებთ, რომ „სან ანტონიო“ 8 მოგებითა და 8 მარცხით მე-12 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას მამუკელაშვილის გუნდი 24 ნოემბერს, „გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგ გამართავს.