ფეხბურთი

2:00 | 22.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "გვეგონა, ახალი ლავეცი იყო და კვარას შემცვლელი აღმოჩნდა"

იტალიელმა ჟურნალისტმა უმბერტო კიარიელომ „ნაპოლის“ პრობლემებს წერილი დაუთმო, რომელშიც აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პრობლემა ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც მოედანზე გუნდთან დაკავშირებული არ არის.

გარდა ამისა, კიარიელო პრობლემად მიიჩნევს დავიდ ნერეშსაც, რომელიც ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება და მხოლოდ შეცვლებზე თამაშობს.

„მაქვს რამდენიმე კრიტიკული შეფასება: „ნაპოლის“ შემტევი ფაზა არ მუშაობს. საგოლე მომენტებს ვერ ვქმნით. ლუკაკუ ბოლომდე თავდაჯერებული არაა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე ცუდად არ თამაშობს, მისგან მეტს ველოდებით. კვარაცხელია გუნდთან დიდად დაკავშირებული არ არის, შესაძლოა, კონტრაქტის განახლების საკითხმა მის თამაშზე გავლენა იქონია. „ნაპოლის“ ორი საკვანძო ფეხბურთელი გადასაჭრელ პრობლემად იქცა, რადგან ისინი განსხვავებას იშვიათად ქმნიან.

კიდევ ერთი პრობლემა დავიდ ნერეშს ეხება: ფეხბურთელი, რომელიც „ნაპოლის“ ხაზინას თითქმის 30 მილიონი ევრო დაუჯდა. მას გუნდისთვის დამატებითი უპირატესობა უნდა მიეცა და საინტერესო სტარტის შემდეგ მკვეთრი ვარდნა აქვს. კვარაცხელიას შემცვლელი გახდა, რომელიც ხელშეუხებელი ფეხბურთელია და ამასობაში, ნგონგე უმატებს. ნერეში ახალი ლავეცი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სამაგიეროდ, რადარიდან გაქრა. ასევე, მეტს ველოდებით სპინაცოლასა და გილმორისგან, რომელიც კარგი ფეხბურთელია“, - თქვა კიარიელომ.

0.120718