ფეხბურთი

20:15 | 21.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგული მედია: "მარსელი" აკვირდება სიტუაციას, მაგრამ მიქაუტაძის ტრანსფერი რთული იქნება

ფრანგული მედია იტყობინება, რომ „მარსელში“ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერის შანსი დიდი არ არის.

La Tribune OM-ის ინფორმაციით, „მარსელი“ აგრძელებს სიტუაციის დაკვირვებას, მაგრამ ტრანსფერის განხორციელება იანვარში რთული იქნება, რადგან „ლიონი“ ფეხბურთელს პირდაპირ კონკურენტში არ გაყიდის.

გარდა ამისა, „მარსელს“ ამჟამად თავდამსხმელის შეძენის საჭიროება არ უდგას და უფრო მეტად პრიორიტეტული მცველის ყიდვაა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ „ლიონის“ მაისურით მიმდინარე სეზონში 15 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა, ხოლო ერთხელ საგოლე პასი მიითვალა. ქართველი ფეხბურთელი „მარსელის“ გარდა, „იუვენტუსსაც“ დაუკავშირეს.

„ლიონს“ 500 მილიონი ევროს ვალი აქვს, რომელიც უნდა დაფაროს, თორემ სეზონის ბოლოს ლიგა 2-ში დააქვეითებენ. ამიტომაც, მოსალოდნელია, რომ კლუბი იანვარში რამდენიმე ფეხბურთელს გაყიდის.

0.107609