ფეხბურთი

18:46 | 21.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდის" მწვრთნელი: "ჩაკვეტაძე ამ კოპონენტში ლიგაში საუკეთესოა, ახალგაზრდა გრილიშს მაგონებს"

„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ „პლიმუთთან“ მატჩის პრესკონფერენციაზე გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ის თუ შედეგიანობას გააუმჯობესებს, ზღვარი არ ექნება და ახალგაზრდა ჯეკ გრილიშს აგონებს:

„ჩემი სათამაშო გამოცდილებიდან გამომდინარე, ფეხბურთელის ზედმეტი ქება საჭირო არაა, მაგრამ ვფიქრობ, გიორგის თავისი მახასიათებლებით და პროფესიონალიზმიდან გამომდინარე შეუძლია ამ ქებასა და მოლოდინებთან გამკლავება. ის ფანტასტიკური ფეხბურთელია.

ბურთის ფლობით ახალგაზრდა ჯეკ გრილიშს მაგონებს, რომელთანაც „ასტონ ვილაში“ ვთამაშობდი. ამ კომპონენტში ლიგაში საუკეთესოა და თუ გოლებსაც დაამატებს, ზედა ზღვარი არ ექნება. თუმცა, ის ფანტასტიკური ადამიანი და პროფესიონალია, ამ თვისებების გამო კი, თავის პოტენციალს აუცილებლად გამოიყენებს“, - თქვა ქლევერლიმ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში „უოტფორდის“ მაისურით ჩატარებულ 16 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

0.115218