Sky Sport-ის სატრანსფერო ექსპერტმა ლუკა მარკეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის შესახებ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელები მშვიდად არიან და კვარას პასუხს ელოდებიან, იანვარში კი, მის გაყიდვას არ აპირებენ.
„ნაპოლი“ დარწმუნებულია, რომ კვარას კონტრაქტზე საუკეთესო შეთავაზება გააკეთეს. პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა კარგი შეთავაზება წარუდგინა და არ აპირებს მის შეცვლას. ბევრი რამ დამოკიდებულია გამოსასყიდ პუნქტზე. „ნაპოლი“ იანვარში მას ნამდვილად არ გაყიდის, რადგან ქართველს შეუძლია თამაშის შეცვლა ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ და მის თამაშზე კონტრაქტის საკითხი გავლენას არ მოახდენს.
ასევე, გასარკვევია ის, კონტრაქტის განახლება იქნება „ნაპოლიში“ დარჩენის საშუალება თუ უბრალოდ მოსამზადებელი ნაბიჯი ტრანსფერისთვის იმ ფასად, რაც იტალიურ კლუბს სურს“, - თქვა მარკეტიმ.