ფეხბურთი

16:20 | 21.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ძოლა: "კვარაცხელიაში ყველაზე მეტად ეს თვისება მომწონს"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯანფრანკო ძოლამ „ნაპოლი“ – „რომას“ მატჩის წინ ისაუბრა და მან ორივე გუნდიდან თითო ფეხბურთელი გამოარჩია - ხვიჩა კვარაცხელია და ჯანფრანკო ძოლა.

„კვარა ძალიან მაგარია: ბურთით გადამწყვეტი, გოლების გატანა და პასების გაკეთება იცის, მაგრამ ყოველთვის გუნდის განკარგულებაშია, ეს ყოველთვის მომწონდა. ორივეს შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა. დიბალა ფანტასტიკური ფეხბურთელია, ძალიან ინტელექტუალური. შეეძლო მეტისთვის მიეღწია, მაგრამ სამწუხაროდ, ტრავმებმა შეზღუდა“, - თქვა ძოლამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „რომას“ მატჩი 24 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.11105