ფეხბურთი

14:08 | 21.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდი: „ძალიან მომწონს პეპი. იმედია „სიტისთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს“

„მანჩესტერ სიტისა“ და ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა იმედი გამოთქვა, რომ „სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

„ვიმედოვნებ, გვარდიოლა გაახანგრძლივებს კონტრაქტს „მანჩესტერ სიტისთან.“ ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო პირველი ორწლინახევარის განმავლობაში. იმედი მაქვს, დიდხანს დარჩება. ძალიან მომწონს პეპი”, - ციტირებს ჰოლანდის სიტყვებს Daily Mail.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდი „მანჩესტერ სიტიში“ 2022 წლიდან თამაშობს. ფეხბურთელის ამჟამინდელი ხელშეკრულება კლუბთან 2027 წლამდეა ძალაში. მიმდინარე სეზონში ნორვეგიელმა ყველა ტურნირზე 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 15 გოლი გაიტანა.

0.113856