ფეხბურთი

11:10 | 21.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ცნობილი გახდა, ვინ ითამაშებს მადრიდის „რეალში" მარჯვენა მცველის პოზიციაზე, საკვანძო ფეხბურთელების ტრავმების ფონზე

მადრიდის „რეალის" ფეხბურთელი ფედერიკო ვალვერდე ლა ლიგის მე-14 ტურის მომავალ მატჩში „ლოს ბლანკოსსა" და „ლეგანესს" შორის, მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშებს. ამის შესახებ ესპანელი ჟურნალისტი ხოსე ლუის სანჩესი წერს სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

წყაროს ცნობით, ურუგვაელი ნახევარმცველი ჩაანაცვლებს ტრავმირებულ მოთამაშეებს დანიელ კარვახალს, რომელიც სეზონის დარჩენილ ნაწილს მუხლის ჯვარედინი ლიგატების მოწყვეტის გამო გამოტოვებს და ლუკას ვასკესს, რომელმაც კუნთის ტრავმა მიიღო და მინიმუმ სამი კვირით გამოაკლდა გუნდს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ბრაზილიელ მცველ ედერ მილიტაოს გამოიყენებდა პრობლემურ პოზიციაზე, მაგრამ ამჟამად ისიც დაშავებულია.

მადრიდის „რეალი" 27 ქულით ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. ლიდერი კი 33-ქულიანი „ბარსელონაა“.

0.110914