კალათბურთი

1:47 | 21.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას შესანიშნავი თამაშის მიუხედავად "ვირტუსი" ევროლიგაში დამარცხდა
შენგელია ახლა ფინეთში გადაფრინდება, სადაც უკვე დღეს საქართველოს ნაკრებში ითამაშებს

ევროლიგის მე-11 ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ უმასპინძლა, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში, 82:86 დამარცხდა.

იტალიელები ახლოს იყვნენ მოგებასთან, მაგრამ შეხვედრის ბოლო ნახევარ წუთში ორი სამქულიანი მიიღეს, მერე ბოლო წამებზე თავად გააცუდეს სამქულიანი და საბოლოოდ მარცხიც განიცხადეს.

თორნიკე შენგელია მოედანზე საუკეთესო იყო: 32 წუთში 23 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 9-დან 5 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო და ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო.

აღსანიშნავია, რომ შენგელია ამ მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს შეუერთდება და უკვე დღეს ფინეთში ითამაშებს!

„ვირტუს ბოლონია“ 2 მოგებით და 9 წაგებით მე-17 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 4 დეკემბერს, ბერლინის „ალბას“ უმასპინძლებს.

0.124542