სხვა

22:43 | 20.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი: "დინამო თბილისის" მეხუთე წაგება ჩემპიონთა ლიგაზე

„დინამო თბილისმა“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე მეხუთე ტურის მატჩი ჩაატარა და მორიგი მარცხი განიცადა.

ქართული გუნდი სტუმრად „იადრანს“ შეხვდა, რომელსაც წინააღმდეგობა ვერ გაუწია - 5:12.

„დინამომ“ მხოლოდ მესამე პერიოდში აჯობა მეტოქეს (3:2), თუმცა, იქამდე უკვე გადაწყვეტილი იყო ყველაფერი, რადგან მასპინძლები პირველი ტაიმის მერე 7:1-ს იგებდნენ.

„დინამოს“ შემადგენლობაში ორი გოლი ბესო ახვლედიანმა გაიტანა, თითოჯერ თავი ხვიჩა ჯახაიამ, ბელკო ტანკოსიჩმა და საბა ტყეშელაშვილმა გაიტანეს.

„დინამო თბილისი“ ხუთი ტურის შემდეგ უქულოდ ჯგუფში ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 4 დეკემბერს, „რადნიჩკის“ უმასპინძლებს.

0.064219