ფეხბურთი

17:35 | 20.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ემპოლის" მწვრთნელი: "ჩვენი გზის მაგალითი გოგლიჩიძეა, ის შეშლილივით მუშაობს"

“ემპოლის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ Chronache di spogliatoio-სთან ინტერვიუში საბა გოგლიჩიძის შესახებაც ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ქართველთან ენობრივი ბარიერის გამო კომუნიკაციაც რთულია, მაგრამ ის გიჟივით მუშაობს და პროფესიონალია, რაც ყველაზე მთავარია. დ’ავერსამ აღნიშნა, რომ საბა „ემპოლის“ გზის მაგალითია.

„ჩვენი გზის მაგალითი, ვფიქრობ, რომ შეიძლება იყოს გოგლიჩიძე. როდესაც ის „ინტერთან“ გააძევეს, მოედანი განადგურებულმა დატოვა. უკვე მოედანზე, ვიტისთან კომუნიკაციის მიხვდა, რომ გააძევებდნენ. ჩანდა, როგორი გაბრაზებული და დამწუხრებული იყო, თავზე მაისური ჰქონდა წამოცმული. მე მხოლოდ იმ შემთხვევაში გავბრაზდებოდი, ეს ყველაფერი მიზანმიმართული სისულელე რომ ყოფილიყო და ჩვენს პრინციპებთან შესაბამისი ქმედება არ ყოფილიყო.

როდესაც გუნდში მივედი, მას ვარჯიშზე რიტმზე აყოლაც უჭირდა, ნათამაშებიც არ ჰქონდა. იტალიურად ვერ საუბრობს, ინგლისურადაც ძალიან ცოტას, კომუნიკაციაც არ არის ადვილი, თუმცა, შეშლილივით მუშაობს. უბრალოდ ვუთხარი, რომ ახალი წესებით და VAR-ის ეპოქაში ოდნავ შეხების დროსაც კი, ფრთხილად უნდა იყოს. ის პროფესიონალია და ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება“, - თქვა დ’ავერსამ.

შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძემ „ემპოლის“ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება მიმდინარე სეზონში მოახერხა და სერია A-ში ამ დროისთვის 9 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.063354