პატრიკ ვიეირა ოფიციალურად „ჯენოას“ მთავარი მწვრთნელია, ამის შესახებ კლუბის ოფიციალურმა ვებ გვერდმა გვამცნო.
48 წლის ფრანგ სპეციალისტსა და კლუბს შორის ხელშეკრულება 2026 წლამდე გაფორმდა.პატრიკ ვიეირამ ალბერტო ჯილარდინო ჩაანაცვლა, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს.
პატრიკ ვიეირას სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში „ნიუ იუორკ სიტიში“, „კრისტალ პალასში“, „სტრასბურში“ და „ნიცაში“ უმუშავია. შეგახსენებთ, რომ „ჯენოას“ სერია A-ში 12 ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს და მე-17 ადგილს იკავებს.