ფეხბურთი

10:30 | 20.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია და გურამ კაშია პლეი-ოფის პირველ მატჩს გამოტოვებენ

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს B დივიზიონში დასარჩენად პლეი-ოფში ბრძოლა მოუწევს, სადაც პირველ შეხვედრაში ჩვენს გუნდს გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარებიან.

ორივე მათგანი მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებენ, რადგან ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ყვითელი ბარათები მიიღეს.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეები პლეი-ოფში სლოვაკეთი, ბულგარეთი, კოსოვო და სომხეთის ნაკრებები არიან. კენჭისყრა 22 ნოემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ პლეი-ოფის მატჩები 20 და 23 მარტს გაიმართება.

0.175761