კალათბურთი

9:23 | 20.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილმა და „სპურსმა“ „ოკლაჰომა“ დაამარცხეს

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც სანდრო მამუკელაშვილის „სანანტონიო სპურსმა“ საკუთარ კედლებში „ოკლაჰომას“ უმასპინძლა და მეტოქე 110:104 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 5 წუთი გაატარა და მის ანგარიშზე 2 ქულასთან ერთად 1 შედეგიანი გადაცემაა.

„სანანტონიოს“ 15 შეხვედრიდან 7 გამარჯვება და 8 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილს იკავებს. "სპურსი" შემდეგ შეხვედრას 22 ნოემბერს „იუტა ჯაზის“ წინააღმდეგ გამართავს.

0.146286