„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას დაჯილდოება სურთ ახალი კონტრაქტით კლუბისთვის გაწეული სამსახურისთვის.
თუმცა, იტალიელმა ისიც აღნიშნა, რომ თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, სეზონის ბოლოს კიდევ ერთხელ ისაუბრებენ.
„გვინდა, რომ „ნაპოლიში“ მისი განვლილი გზისთვის დავაჯილდოოთ, თუმცა ჩვენთან კიდევ ორწლიანი კონტრაქტი აქვს. ყველა საკითხზე უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას. ამაზე უკვე ვისაუბრეთ და თუ არ მოგვარდება, სეზონის ბოლოს კიდევ ვისაუბრებთ. ფეხბურთელი თამაშზე უნდა იყოს მთელი ყურადღებით კონცენტრირებული“, - აღნიშნა მანამ Sky Sport-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და ამჟამად წელიწადში 1.5 მილიონი ევროს ხელფასით გუნდის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.
ქართველმა შემტევმა 2022 წლიდან დღემდე „ნაპოლიში“ ჩატარებულ 102 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 23-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.