ფეხბურთი

18:30 | 19.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებას ზაფხულში ისევ ეცდება

„პარი სენ-ჟერმენი“ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესს ისევ იჩენს. Sport-ის ინფორმაციით, „ნაპოლი“ მომდევნო ზაფხულს უფრო მეტად მზად იქნება შეელიოს ქართველ ფეხბურთელს, რომელიც პსჟ-ში გასულ ზაფხულს 100 მილიონ ევროდ გაუშვა.

ფრანგული მედიის ცნობით, პსჟ-ში უკმაყოფილო არიან ბრედლი ბარკოლას და უსმან დემბელეს სუსტი თამაშით, რის გამოც გამოსავალს კვარაცხელიას შეძენაში ხედავენ, რომელიც ლუის ენრიკესაც მოსწონს. თუმცა, მთავარ დაბრკოლებად რჩება მოლაპარაკებები აურელიო დე ლაურენტისთან, რომელთანაც შეთანხმების მიღწევა რთულია.

პსჟ-მ კვარაცხელიას ტრანსფერში შეიძლება მილან შკრინიარი ჩართოს, რომელიც ფრანგული კლუბის გეგმებში არ შედის, სამაგიეროდ, ანტონიო კონტეს ძალიან მოსწონს. იტალიელს სლოვაკ მცველთან “ინტერში” უმუშავია.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლისთან” 2027 წლამდე აკავშირებს და ახალ კონტრაქტზე მხარეებმა ჯერჯერობით, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

0.124837