„ჩელსი“ „ლივერპულის“ მეკარის, კევინ კელეჰერის შეძენით დაინტერესდა. არისტოკრატები მზად არიან მის სანაცვლოდ 42 მილიონი ევრო გადაიხადონ, იუწყება The Sun.
წყაროს ცნობით, 25 წლის ირლანდიელი „ლივერპულიდან“ წასვლის წინააღმდეგი არ არის. კლუბში განმარტეს, რომ მთავარი მეკარის ადგილის დაკავებას ტრავმისგან გამოჯანმრთელებული ალისონი გააგრძელებს. კელეჰერს სურს წავიდეს ისეთ ადგილას, სადაც პირველი ნომერი გახდება. სწორედ ამ მიზნით განიხილავს „ჩელსი“ ფეხბურთელს.
კელეჰერით „იუვენტუსი“ და „ნაპოლიც“ არიან დაინტერესებული. თუმცა თავად ფეხბურთელი პრემიერლიგაში დარჩენას ამჯობინებს.
აღსანიშნავია, რომ კივინი შესაძლოა „ჩელსის“ განკარგულებაში მყოფი მე-5 მეკარე გახდეს. ამჟამად „არისტოკრატების" საკუთრებაში არიან:რობერტ სანჩესი, ფილიპ იორგენსენი, მარკუს ბეტინელი და კეპა არისაბალაგა.