ფეხბურთი

12:50 | 19.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალბერტო ჯილარდინო - ბალოტელის ხელმოწერის შესახებ: „ეს გამოწვევაა „ჯენოასა“ და თავად მარიოსთვის“

იტალიური „ჯენოას" მთავარმა მწვრთნელმა ალბერტო ჯილარდინომ თავდამსხმელ მარიო ბალოტელისთან კონტრაქტის გაფორმებაზე და მისი გუნდში ადაპტაციაზე ისაუბრა.

„ნორმალურია, რომ მას სწრაფად მოუწია გუნდთან შეგუება, რათა დარწმუნებულიყო, რომ შეეძლო მთლიანად დაუბრუნებინა ის, რასაც ყოველთვის წარმატებით აკეთებდა: შეხვედრებში ცვლილების შეტანა, იქნება ეს 15 წუთი, ნახევარი საათი ან მთელი მატჩი. ეს არის გამოწვევა ჩვენთვის და თავად მარიოსთვის, რომელმაც უნდა აჩვენოს, რომ ის კვლავ არის სერიის A დონის მოთამაშე და რომ მას შეუძლია შეცვალოს სიტუაცია. ”

„ბალო“ „ჯენოას“მოთამაშე 28 ოქტომბერს გახდა.

0.121617