ფეხბურთი

18:44 | 18.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვალტერ დე მაჯო: "ჯუნტოლის "იუვენტუსში" კვარაცხელიას წაყვანა სურს"

ნეაპოლელმა ჟურნალისტმა ვალტერ დე მაჯომ მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელია ტურინის „იუვენტუსს“ დაუკავშირა.

როგორც მან თქვა, ტურინიდან უთხრეს, რომ „იუვეს“ სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი 23 წლის ქართველი შემტევით დაინტერესებულია.

„არ მინდა „ნაპოლის“ გულშემატკივრების დღე გავაფუჭო, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებით სენსაციური ჭორები მომივიდა. ტურინიდან მითხრეს, რომ კრისტიანო ჯუნტოლის ხვიჩა კვარაცხელია „იუვენტუსში“ სურს. მას უნდა, რომ ქართველი გარემარბი გადაიბიროს.

„იუვენტუსს“ შეუძლია სერიოზული თანხის ინვესტირება, თუ მოახერხებს დუშან ვლაჰოვიჩის გაყიდვას. ვნახოთ, გარკვეული ჭორები დადასტურდება თუ არა“, - აღნიშნა დე მაჯომ.

შეგახსენებთ, რომ სწორედ კრისტიანო ჯუნტოლიმ გადაიბირა 2022 წელს ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“, ხოლო 2023 წლიდან ჯუნტოლი უკვე „იუვენტუსში“ მუშაობს. ქართველს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.124428