ფეხბურთი

13:54 | 18.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალს“ ლეანდრო ტროსარი გამოაკლდა

ერთა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში, ისრაელის ეროვნულმა ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ბელგიის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის 37-ე წუთზე ბელგიის ნაკრების და ლონდონის „არსენალის“ შემტევმა, ლეანდრო ტროსარმა დაზიანება მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა.

ტრავმის სიმძიმე და თუ რა დროით მოუწევს უქმობა 29 წლის ფეხბურთელს ჯერჯერობით უცნობია, მისი სამედიცინო დასკვნა დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის „არსენალის“ ლაზარეთში შემდეგი ფეხბურთელები იმყოფებიან: დეკლან რაისი, ბუკაიო საკა, ბენ ვაითი, რიკარდო კალაფიორი, ტაკეჰირო ტომიასუ და რაჰიმ სტერლინგი.

ლეანდრო ტროსარს პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 11 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 2 გოლია.

0.120968