ფეხბურთი

12:02 | 18.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "ამ წაგებამ თავდაჯერება არ უნდა წაგვართვას"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ საფრანგეთის ნაკრებთან წაგების (1:3) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მთავარია, ამ მარცხმა გუნდს თავდაჯერება არ წაართვას.

„სამივე გოლი სტანდარტულიდან გავუშვით, სიმშვიდე ვერ შევინარჩუნეთ, ზედმეტ ენერგიას ვხარჯავდით. საჯარიმოში ხშირად შემთხვევითობის იმედად ვაწვდიდით, მაგრამ 1:2-ზე თამაში გათანაბრდა და უკეთ წარმართვა შეიძლებოდა. მესამე გოლის შემდეგ ისინი ჩაიკეტნენ და სივრცეების პოვნა რთული გახდა.

მთლიანობაში, ბალანსი დადებითია, დღეს საღამოს წაგების მიუხედავად თამაშში ბევრი კარგი რამ ვნახეთ. ეს მარცხი გარკვეულ პრობლემას ქმნის თავდაჯერებასთან დაკავშირებით, მაგრამ ამან არ უნდა წაგვართვას თავდაჯერება, რომელიც გამოვიმუშავეთ და ეს დღეს საღამოსაც ვაჩვენეთ“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და საფრანგეთს ბურთების ბალანსით ჩამორჩა. შესაბამისად, მეოთხედფინალში უფრო რთული მეტოქე ეყოლება (პორტუგალია, ესპანეთი ან გერმანია), ვიდრე პირველი ადგილით გასვლის შემთხვევაში ეყოლებოდა.

0.111728