ფეხბურთი

2:05 | 18.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთმა იტალიას მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილიც წაართვა

უეფას ერთა ლიგის A დივიზიონის მეორე ჯგუფში დასრულდა ასპარეზობა, სადაც პირველი ადგილი საფრანგეთის ნაკრებმა დაიკავა.

დიდიე დეშამის გუნდი ბოლო ტურის წინ პირველი ადგილის დასაკავებლად რთულ სიტუაციაში იყო, იტალია სტუმრად მინიმუმ ორი ბურთის სხვაობით უნდა დაემარცხებინა, რაც მოახერხა.

ადრიენ რაბიომ თავური დარტყმით მეორე წუთზე ახსნა ანგარიში, რასაც ნახევარ საათში ფრანგთა მეორე გოლი მოჰყვა. ლუკა დინის ჯარიმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა, შემდეგ მეკარე გულიელმო ვიკარიოს და კარში აღმოჩნდა. ორ წუთში იტალიამ ანდრეა კამბიაზოს გოლით შეამცირა სხვაობა და მიუხედავად იმისა, რომ აგებდა, ეს ანგარიში აწყობდა პირველობისთვის. თუმცა, 65-ე წუთზე ადრიენ რაბიომ თავით კიდევ გაიტანა, დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:3.

იტალიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე 1983 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად წააგო ოფიციალური მატჩი მინიმუმ ორბურთიანი სხვაობით. გარდა ამისა, ყველაზე სწრაფი საშინაო გოლიც გაუშვა.

ამავე ჯგუფში ისრაელის ნაკრებმა ბელგიას 1:0 მოუგო, არაფრის მომცემ შეხვედრაში.

ჯგუფში საფრანგეთი პირველ ადგილზე გავიდა 13 ქულით, იტალია მეორეზე ასევე 13 ქულით. ურთიერთშეხვედრებში იდენტური ანგარიშები დაფიქსირდა - ორივე გუნდმა სტუმრად იმარჯვა 3:1, გადამწყვეტი აღმოჩნდა ბურთების საერთო ბალანსი, რომელიც საფრანგეთს უკეთესი აქვს - 12:6 საფრანგეთს და 13:8 იტალიას.

ბელგია მესამე ადგილს დასჯერდა 4 ქულით და მხოლოდ ურთიერთშეხვედრებში აჯობა ისრაელს, რომელმაც ასევე 4 ქულა მოიპოვა.

საფრანგეთი და იტალია მეოთხედფინალში ითამაშებენ, ბელგია A დივიზიონში დასარჩენ პლეი-აუტში იბრძოლებს, ხოლო ისრაელი B დივიზიონში გავარდა.

იტალია - საფრანგეთი 1:3 (1:2)

გოლები: 0:1 რაბიო (2), 0:2 ვიკარიო (33, ა.გ), 1:2 კამბიაზო (35), 1:3 რაბიო (65)

ისრაელი - ბელგია 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 შუა (86)

1. საფრანგეთი 6 4 1 1 12 6 6 13
2. იტალია 6 4 1 1 13 8 5 13
3. ბელგია 6 1 1 4 6 9 -3 4
4. ისრაელი 6 1 1 4 5 13 -8 4
0.113224